ისევ იჯარა - გიორგი წიტაიშვილი დინამო ბათუმში ითამაშებს » სპორტის ხაზი

ისევ იჯარა - გიორგი წიტაიშვილი დინამო ბათუმში ითამაშებს

ისევ იჯარა - გიორგი წიტაიშვილი დინამო ბათუმში ითამაშებს
4-07-2023, 16:43
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, გიორგი წიტაიშვილმა ბოლო სეზონი ლეხ პოზნანში იჯარის წესით გაატარა, სადაც ქართველ მოთამაშეს არც თუ ისე ხშირად ენდობოდნენ.

გიორგის იჯარა სეზონის ბოლოს დასრულდა და ქართველ მოთამაშეს დინამო კიევში დაბრუნება მოუწია, რომლის გეგმებშიც გიორგი ნამდვილად არ შედის.

შესაბამისად, წიტაიშვილს ახალი კლუბი უნდა მოეძებნა, დღეს კი დაიწერა, რომ მისი იჯარის წესით წაყვანა დინამო ბათუმს სურს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილმა ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი შესანიშნავად ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი