"ხვიჩას მაგრად შეეშალა და ეს არ პრავდება" - კვარაცხელიას მორიგი ჟურნალისტი აკრიტიკებს » სპორტის ხაზი

"ხვიჩას მაგრად შეეშალა და ეს არ პრავდება" - კვარაცხელიას მორიგი ჟურნალისტი აკრიტიკებს

"ხვიჩას მაგრად შეეშალა და ეს არ პრავდება" - კვარაცხელიას მორიგი ჟურნალისტი აკრიტიკებს
4-07-2023, 15:56
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე თამაშზე უარის თქმის გამო ხვიჩა კვარაცხელია არაერთმა ადამიანმა გააკრიტიკა.

კრიტიკის სიას შეემატა ქართველი ჟურნალისტი, კერძოდ დათო გამცემლიძე, რომელმაც სოციალურ ქსელში კვარაცხელიაზე პოსტი გამოაქვეყნა:

"ხვიჩას მაგრად შეეშალა და ეს არ პრავდება!"

"საოცრებები წავიკითხე ჭკვიანი ხალხის ავტორობით: "ჭ" კლასის ტურნირია ეს under21 და რატომ არ უნდა დაესვენა, რატომ გაერისკა ტრავმითო."

"ჯერ ერთი, არ არის "ჭ" კლასის ტურნირი ( ოლიმპიადაზე გასვლა "ჭ" კლასია?); თუმცა რომც იყოს, მთავარი ტურნირის კლასი და რეიტინგი კი არ იყო, არამედ ის, რას როგორ აღიქვამდა უამრავი მწარე დამარცხებით გათანგული, ორი ბრწყინვალე მატჩით გახარებული ქართველი ხალხი - როგორც იმედის ნაპერწკალს."

"ჰო, იმ 20-21 წლის ბიჭებზე აღარაფერს ვამბობ, ვინც ლამის გული ამოიგლიჯეს და მოედანზე დადეს ორ თამაშში; თუმცა გადამწყვეტ მატჩში კლასი არ ეყოთ.. მაღალი კლასის ფეხბურთელი დააკლდათ."
- დაწერა ჟურნალისტმა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი