"თანამედროვე სამყაროში გადამწყვეტი ესაა" - კალაძემ აბიტურიენტებს მიმართა » სპორტის ხაზი

"თანამედროვე სამყაროში გადამწყვეტი ესაა" - კალაძემ აბიტურიენტებს მიმართა

"თანამედროვე სამყაროში გადამწყვეტი ესაა" - კალაძემ აბიტურიენტებს მიმართა
3-07-2023, 16:12
Aa Aa
გაზიარება:

დღეს საქართველოს მასშტაბით ოფიციალურად დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები - აბიტურიენტებს წარმატებები სოციალურ ქსელში თბილისის მერმა, კახა კალაძემაც უსურვა:

"დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს და მინდა, თითოეულ აბიტურიენტს გისურვოთ წარმატება ამ მნიშვნელოვან ეტაპზე.

თითოეულმა თქვენგანმა კარგად იცის, რომ თანამედროვე სამყაროში გადამწყვეტია ხარისხიანი განათლება, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ახალი უნარების განვითარება. ამაზე დგას კაცობრიობის მომავალი, ამიტომ, გისურვებთ, არასდროს შეგეწყვიტოთ განვითარება და ცოდნაზე დაფუძნებული გარდამტეხი ცვლილებებით სასიკეთო გავლენა მოგეხდინოთ საქართველოს მომავალზე.

კიდევ ერთხელ წარმატებას და ნათელ, განვითარებულ, ბედნიერ საქართველოში ცხოვრებას გისურვებთ. ჩვენი მხრივ კი ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ
", - წერს კალაძე სოციალურ ქსელში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი