"საქართველო რთული მეტოქე არ ყოფილა" - რას წერენ ისრაელში ჩვენზე » სპორტის ხაზი

"საქართველო რთული მეტოქე არ ყოფილა" - რას წერენ ისრაელში ჩვენზე

"საქართველო რთული მეტოქე არ ყოფილა" - რას წერენ ისრაელში ჩვენზე
2-07-2023, 13:21
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებისთვის ევრო 2023 ოფიციალურად დასრულდა, - ჩვენი გუნდი ისრაელის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

აი, რა სტატია გამოქვეყნდა ისრაელის საფეხბურთო მედიაში საქართველოს ასაკობრივი ნაკრების შესახებ:

"ეს სიზმარია, ისრაელი ევროპის ჩემპიონატის 1/2 ფინალშია. 120 წუთი იმისათვის, რათა საქართველო 45 ათასი ადამიანის წინაშე დაგვემარცხებინა. თუ თამაშის მიმდინარეობას გავითვალისწინებთ, მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა არ გაუწევია, თუმცა მათ საქომაგოდ ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა."

"ისრაელმა პირველივე წუთებიდან აჩვენა, რომ საქართველოსადმი შიში არ გააჩნდა, ამის საილუსტრაციოდ კი მე-5 წუთზე შექმნილი მომენტი უნდა გავიხსენოთ, სადაც დაწინაურება შეგვეძლო. გაი ლუზონის შეგირდებმა უდიდეს წნეხს გაუძლეს და საქმე პენალტების სერიაში მოამთავრეს."
- წერენ ისრაელში


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი