"შეგვეძლო ანგარიში 2:0 ან 3:0 გაგვეხადა", - ისრაელის ნაკრების მწვრთნელი მატჩის შემდეგ » სპორტის ხაზი

"შეგვეძლო ანგარიში 2:0 ან 3:0 გაგვეხადა", - ისრაელის ნაკრების მწვრთნელი მატჩის შემდეგ

"შეგვეძლო ანგარიში 2:0 ან 3:0 გაგვეხადა", - ისრაელის ნაკრების მწვრთნელი მატჩის შემდეგ
2-07-2023, 00:01
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დინამო არენაზე ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ისრაელის 21-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, სტუმართა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გაი ლუზონმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"მატჩის დასრულება 25-30 წუთის შემდეგ შეგვეძლო - ბევრი მომენტი გვქონდა და შეიძლებოდა, რომ ანგარიში 2:0 ან 3:0 ყოფილიყო.

მეორე ტაიმში მეტოქემ წნეხი გაზარდა, რასაც გამძლეობითა და სითამამით დავხვდით. ვთვლი, რომ გამარჯვება გვეკუთვნოდა.

ჩემს ფეხბურთელებს ვენდობი და მჯერა, რომ პენალტების სერიაში ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია
", - განაცხადა ლუზონმა.

ცნობისთვის, 1/2-ფინალში ისრაელის ახალგაზრდული ნაკრები ინგლისსა და პორტუგალიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.