ქართულ-თურქული წყვილი | ნაპოლი კიდევ ერთი ტალანტის შეძენას აპირებს » სპორტის ხაზი

ქართულ-თურქული წყვილი | ნაპოლი კიდევ ერთი ტალანტის შეძენას აპირებს

ქართულ-თურქული წყვილი | ნაპოლი კიდევ ერთი ტალანტის შეძენას აპირებს
2-07-2023, 12:57
Aa Aa
გაზიარება:

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა გახსნილია და საფეხბურთო სამყარომ უკვე არაერთი საინტერესო ტრანსფერი იხილა. მიუხედავად ამისა, გასული სეზონის იტალიის ჩემპიონს ჯერ არავინ არ დაუმატებია, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ძალიან მალე უნდა მოხდეს.

Napoliupiu-ს ინფორმაციის მიხედვით, აურელიო დე ლაურენტისი აპირებს, რომ ფენერბაჰჩედან თურქი ტალანტი არდა გულერი 17 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინოს. საქმე ისაა, რომ კიმ მინ-ჯეს ბაიერნში გადაბარგებით პარტენოპეის საკმარისზე მეტი თანხა შეუვიდა, რაც აურელიოს ახალი მოთამაშის კლუბში მოსაყვანად და ქართულ-თურქული წყვილის ჩამოსაყალიბებლად ხელს იდეალურად უწყობს.

როგორც იწერება, არდა გულერის ყიდვის პროცესში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ახალგაზრდა თურქი მოთამაშის მამის მოთხოვნებია. მას სურს, რომ 17 მილიონთან ერთად ნაპოლიმ არდას კონტრაქტში დიდი საბონუსე სისტემაც გაააქტიუროს, რაზეც დე ლაურენტისს მუშაობა ნამდვილად მოუწევს.

ცნობისთვის, არდა გულერი უმეტესად შეტევის მარჯვენა ფლანგზე თამაშობს, შესაბამისად, თუ ნაპოლი მას მართლა შეიძენს, მაშინ კლუბის ახალი შემტევი ტრიო კიდევ უფრო მომაკვდინებელი უნდა გახდეს, - კვარაცხელია/ოსიმენი/გულერი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი