შედგება ეროვნულ ლიგაში დაბრუნება? - გიორგი ლორიამ ანორთოსისი ოფიციალურად დატოვა » სპორტის ხაზი

შედგება ეროვნულ ლიგაში დაბრუნება? - გიორგი ლორიამ ანორთოსისი ოფიციალურად დატოვა

შედგება ეროვნულ ლიგაში დაბრუნება? - გიორგი ლორიამ ანორთოსისი ოფიციალურად დატოვა
28-06-2023, 19:25
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია შესაძლოა ეროვნულ ლიგაში დაბრუნდეს - ინფორმაციას ამის თაობაზე დაახლოებით ერთი თვის წინ Geo Team ავრცელებდა და ირწმუნებოდა, რომ თბილისის დინამოსა და 37 წლის მეკარეს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა.

"დინამო თბილისი აქტიურად მუშაობს საქართველოს ნაკრების მეკარის გიორგი ლორიას დამატებაზე.

იქედან გამომდინარე, რომ სეზონის ბოლოს ლორიას ანორთოსისიდან წამოსვლის შანის მაღალია, კლუბსა და ფეხბურთელს შორის სატელეფონო საუბარი უკვე შედგა. შეთანხმების ალბათობა მაღალია.

გიორგი ჭიაბრიშვილს ევროტურნირების წინ მეკარის პოზიციაზე გარისკვა არ სურს და მისი სურვილი კლუბში გამოცდილი ფეხბურთელის დამატებაა
", - წერდა Geo Team.

ახლახანს კი ცნობილი გახდა, რომ გიორგი ლორიამ ანორთოსისი ოფიციალურად დატოვა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი