საზონოვი გერმანიაში? - ახალგაზრდა მცველის თაობაზე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა » სპორტის ხაზი

საზონოვი გერმანიაში? - ახალგაზრდა მცველის თაობაზე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა

საზონოვი გერმანიაში? - ახალგაზრდა მცველის თაობაზე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა
28-06-2023, 18:40
Aa Aa
გაზიარება:

როგორც გერმანული გამოცემა Hamburger Abendblatt ირწმუნება, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელით, საბა საზონოვის ტრანსფერით ჰამბურგია დაინტერესებული.

წყაროს მტკიცებით, გერმანული გუნდი მოსკოვის დინამოსთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს და ყველაფერი დასკვნით ფაზაზეა - როგორც ჩანს, გერმანელები საბას სათამაშო ხარისხში დარწმუნებულები არიან, თუმცა ტრანსფერის განხორციელება ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის დასრულებამდე გამორიცხულია.

შეგახსენებთ, რომ საზონოვსა და რუსულ კლუბს შორის არსებულ კონტრაქტ ვადა 2024 წლის ზაფხულს გასდის, ისე კი გერმანულ Transfermarkt-ს საბა 2.5 მილიონ ევროდ ჰყავს შეფასებული.

რაც შეეხება ჰამბურგს, ისინი გერმანიის ბუნდესლიგა 2-ში ასპარეზობენ და გასული სეზონი მესამე ადგილზე დაასრულეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი