იმაზე ბევრად მეტი ხელფასი და სატრანსფერო თანხა, ვიდრე ბაიერნი გადაიხდის - კეინისთვის ბრძოლას კიდევ ერთი გუნდი შემოუერთდა » სპორტის ხაზი

იმაზე ბევრად მეტი ხელფასი და სატრანსფერო თანხა, ვიდრე ბაიერნი გადაიხდის - კეინისთვის ბრძოლას კიდევ ერთი გუნდი შემოუერთდა

იმაზე ბევრად მეტი ხელფასი და სატრანსფერო თანხა, ვიდრე ბაიერნი გადაიხდის - კეინისთვის ბრძოლას კიდევ ერთი გუნდი შემოუერთდა
28-06-2023, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც უკვე მოგახსენეთ, ტოტენჰემმა ჰარი კეინის თაობაზე ბაიერნის პირველი წინადადება მალევე დაბლოკა, რადგან ინგლისში იმედი აქვთ, რომ კეინის სანაცვლოდ მინიმუმ 100 მილიონ ევროს მიიღებენ - საუბარი იყო 29 წლის თავდამსხმელის 70 მილიონ ევროდ + ბუნებით შეძენაზე.

მიუხედავად ტოტენჰემის უარისა, ბაიერნი ტრანსფერზე უარის თქმას მაინც არ აპირებს და ინგლისურ კლუბს გაუმჯობესებულ წინადადებას შესთავაზებს.

გერმანული გამოცემების მტკიცებით, რეკორდმაისტერი 80 მილიონი ფუნიტს (93 მილიონი ევროს) ოდენობით თანხის გამოყოფისთვის მზადაა, ბუნდესლიგის ჩემპიონებს სჯერათ, რომ ამ ტრანსფერის შესრულება შეუძლიათ.

თავის მხრივ, საქმეში პსჟ-ც ჩაერთო და მიუხედავად იმისა, რომ ბაიერნი ამ ტრანსფერისთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტია, ფრანგები კეინის დათმობას მაინც არ აპირებენ.

ფრანგული პრესის ინფორმაციით, პარიზული გუნდი ინგლისელ ფორვარდს იმაზე მეტ ხელფასს სთავაზობს ვიდრე ბაიერნი და იმაზე გაცილებით დიდი თანხის გადახდა შეუძლია ტოტენჰემისთვის, ვიდრე გერმანულ გრანდს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი