მამარდაშვილის ნახევარ ფასად ყიდვა სურთ - ბარნლი ვალენსიას დაუკავშირდა » სპორტის ხაზი

მამარდაშვილის ნახევარ ფასად ყიდვა სურთ - ბარნლი ვალენსიას დაუკავშირდა

მამარდაშვილის ნახევარ ფასად ყიდვა სურთ - ბარნლი ვალენსიას დაუკავშირდა
27-06-2023, 14:46
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ბრიტანულმა Mirror-მა დაწერა, ვენსან კომპანის ბარნლის ახალი მეკარის შეძენა სურს, ერთ-ერთი გამოკვეთილი ფავორიტი კი ვალენსიას ქართველი კარის დარაჯი გიორგი მამარდაშვილია, რომელსაც ესპანურმა კლუბმა სატრანსფერო ფასი უკვე დაადო, - 21 მილიონი ევრო.

საგულისხმოა, რომ ინგლისელებს ახალ მეკარეში ამდენის გადახდის ფუფუნება არ აქვთ, რის გამოც ისინი ვალენსიას მამარდაშვილის ფასის თითქმის ნახევარს, 13 მილიონ ევროს სთავაზობენ, თუმცა ესპანელების პასუხი ჯერჯერობით უცნობია.

აღსანიშნავია, რომ თავად ქართველ მეკარეს პრემიერ ლიგის გუნდში თამაში ძალიან ხიბლავს, თუმცა მანამდე დასახელებულ ინგლისურ კლუბებსა და ბარნლის შორის ძალიან დიდი სხვაობაა (ტოტენჰემი, ჩელსი და ა.შ).

აქვე გეტყვით იმასაც, რომ მამარდაშვილს ბოლო პერიოდში ინტერსაც აქტიურად უკავშირებენ. როგორც იწერება, ქართველმა მეკარემ ანდრე ონანა მომავალი სეზონისთვის უნდა ჩაანაცვლოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი