"ძალიან წესიერი და მორიდებული ბიჭი იყო", - ხვიჩას ბავშვობის მწვრთნელი ქართველ ფეხბურთელზე » სპორტის ხაზი

"ძალიან წესიერი და მორიდებული ბიჭი იყო", - ხვიჩას ბავშვობის მწვრთნელი ქართველ ფეხბურთელზე

"ძალიან წესიერი და მორიდებული ბიჭი იყო", - ხვიჩას ბავშვობის მწვრთნელი ქართველ ფეხბურთელზე
26-06-2023, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელია 4 წელი "ავაზაში" ანზორ ზუკაკიშვილთან თამაშობდა.

ქართველმა სპეციალისტმა Leadersport-თან ინტერვიუში "კვარას" ბავშობა გაიხსენა.

- საფეხბურთო თვისებებს რომ შევეშვათ, როგორი ბავშვი იყო?

- წესიერი, მორიდებული, ერთი ზედმეტი არ მახსოვს მისგან. ეშმაკობებიც არ იცოდა. მაგრამ აი ბურთს რომ მიიღებდა, მიდი-მოვდივარ… აი, ხვიჩას უმცროსი ძმა თორნიკე უფრო ეშმაკურია. თორნიკე ავაზაში დიდხანს მყავდა. ისიც მაგარი ბიჭია. ხვიჩა რომ მახსოვს ამ ასაკში, თორნიკე არ ჩამორჩება. ოღონდ თორნიკეს უფრო ცენტრიდან უყვარს თამაში. ბადრიმ მითხრა, უმცროსი ბიჭიც შენთან მინდა მყავდესო. წაიყვანა. მიზეზი ცუდი საფარია. კარგია, რომ ავაზას განახლება იწყება და საფარსაც ეშველება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.