თითქმის 1 კვირაა ხვიჩა კვარაცხელია მწვანე მინდორზე აღარ გვინახავს, რადგან საკლუბო სეზონი სანაკრებოსთან ერთად დასრულდა, კვარა კი შვებულებაშია გასული.
სხვათაშორის, იტალიურმა გამოცემამ, კერძოდ Corriere dello Sport-მა დაწერა, რომ ხვიჩას უმთავრესი საზრუნავი ახლა ქორწილია, რომელსაც ქართველი ფეხბურთელი ნიცა თავაძესთან ერთად გეგმავს:
"ამ ეტაპზე ხვიჩა მომავალი მეუღლის გარდა სხვა არაფერზე ფიქრობს. ნიცა თავაძე, სამედიცინო სტუდენტი, რომელსაც თავისი რჩეულის არცერთი მატჩი არ გამოუტოვებია."
"წყვილი ოფიციალურად მარტში დაინიშნა, ქართული რიტუალის შესაბამისად კი ქორწილი ივნისის ბოლომდე უნდა ჩატარდეს." - წერს გამოცემა