60 მილიონი ლობოტკასთვის - გადამწყვეტი როლი რუდი გარსიას პასუხს ექნება » სპორტის ხაზი

60 მილიონი ლობოტკასთვის - გადამწყვეტი როლი რუდი გარსიას პასუხს ექნება

60 მილიონი ლობოტკასთვის - გადამწყვეტი როლი რუდი გარსიას პასუხს ექნება
25-06-2023, 15:04
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, გუშინ ნიუკასლმა მილანიდან სანდრო ტონალი ოფიციალურად გაიფორმა, რაც საფეხბურთო სამყაროსთვის სრული შოკი იყო.

დღეს დაიწერა, რომ ინგლისური კლუბის არაბი მფლობელები ამაზე გაჩერებას არ აპირებენ და კიდევ ერთი ძლიერი ნახევარმცველის შეძენა სურთ, ერთ-ერთი ვარიანტი კი სტანისლავ ლობოტკაა.

Calcionapoli-ის ინფორმაციის მიხედვით, "კაჭკაჭები" მზად არიან, რომ სლოვაკ მოთამაშეში 60 მილიონი ევრო გადაიხადონ, გადამწყვეტი სიტყვა კი რუდი გარსიაზე იქნება დამოკიდებული მიუხედავად იმისა, რომ დე ლაურენტისს ლობოტკას გაშვება განზრახული არ აქვს.

ცნობისთვის, რუდი გარსიას სასუოლოდან მაქსიმ ლოპესის შეძენა სურს, რადგან მას კარგად იცნობს და მისი შესაძლებლობების ბოლომდე სჯერა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი