"ილია საუკეთესოა, რის გამოც ემეტს ძალიან უნდა გაუჭირდეს" | UFC-ის ყოფილი მსაჯი » სპორტის ხაზი

"ილია საუკეთესოა, რის გამოც ემეტს ძალიან უნდა გაუჭირდეს" | UFC-ის ყოფილი მსაჯი

"ილია საუკეთესოა, რის გამოც ემეტს ძალიან უნდა გაუჭირდეს" | UFC-ის ყოფილი მსაჯი
23-06-2023, 15:29
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის ქართველ მებრძოლს, ილია თოფურიას მომდევნო ორთაბრძოლა 25 ივნისს ელის, მისი მეტოქე კი ჯოშ ემეტი იქნება.

სწორედ ამ შეხვედრის შესახებ ისაუბრა ორგანიზაციის ყოფილმა მსაჯმა, "ბიგ ჯონ" მაკარტიმ, რომელმაც აღნიშნულ დაპირისპირებაში ფავორიტის სტატუსი ილია თოფურიას მიანიჭა:

"ვფიქრობ, ჯექსონვილში ძალიან მაგარი ორთაბრძოლა უნდა ვიხილოთ, რადგან ერთ მხარეს ჯოშ ემეტი გვყავს, რომელმაც ქამარზე ჩხუბი იაირ როდრიგესთან წააგო, მეორე მხარეს კი ილია თოფურიაა, ჯერ კიდევ დაუმარცხებელია ილია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია."

"ჩემი აზრით, ილია თოფურიასთვის მანქანის წოდება შეგვიძლია. ის კარგი მებრძოლისთვის ძალიან დახვეწილია და მის არსენალში უამრავ ელემენტს შეხვდებით. ილია ამომავალი ვარსკვლავია და ჯოშ ემეტს ძალიან არ გაუმართლა, რადგან წაგების შემდეგ პირდაპირ ქართველთან მოუწევს დაპირისპირება."
- თქვა მაკარტიმ

ცნობისთვის, ილია თოფურიასა და ჯოშ ემეტის დაპირისპირება ზეგ, ღამის ორის ნახევრისკენ გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი