გუშინ საქართველო ევრო 2024-ის შესარჩევში პირველად დამარცხდა, ჩვენმა გუნდმა შოტლანდიაში 2:0 წააგო.
მატჩის დასრულების შემდეგ მედიაში სკოტების მწვრთნელის, სტივ კლარკის კომენტარი გავრცელდა, რომელმაც ყურადღება მინდვრის საშინელ მდგომარეობაზე გაამახვილა:
"დიახ, მეც ასე ვფიქრობ, ეს მატჩი საერთოდ არ უნდა ჩატარებულიყო, რადგან მინდორზე ბურთი არ დაგორავდა. ისიც სავსებით ნორმალურია, რომ საქართველოს გოლის შემდეგ მატჩის შეწყვეტა სურდა, ჩვენ კი არა. საწინააღმდეგოდ მოხდებოდა ყველაფერი მაშინ, თუ გოლს საქართველო გაიტანდა, ეს ბუნებრივი პროცესია.
"3 ქულის მოპოვებით ძალიან ბედნიერები ვართ. გვიხარია, რომ ღირსეული და ძლიერი მეტოქის დამარცხება შევძელით." - თქვა კლარკმა