"ბაიერნის ადგილას მას ახლავე გავყიდიდი" - მათეუსმა ერნანდესის საჯაროდ გააკრიტიკა » სპორტის ხაზი

"ბაიერნის ადგილას მას ახლავე გავყიდიდი" - მათეუსმა ერნანდესის საჯაროდ გააკრიტიკა

"ბაიერნის ადგილას მას ახლავე გავყიდიდი" - მათეუსმა ერნანდესის საჯაროდ გააკრიტიკა
20-06-2023, 16:53
Aa Aa
გაზიარება:

როგორც უკვე მოგახსენეთ, ლუკას ერნანდესის ბაიერნიდან წასვლის ალბათობა მაღალია - ფრანგი მცველი რამდენიმე კვირის წინ ის ახლოს იყო პსჟ-სთან კონტრაქტის გაფორმებასთან, მაგრამ მოლაპარაკებები დროებით დაპაზუდა.

ბაიერნის ინსაიდერი და Sky Sports-ის ჟურნალისტი, ფლორიან პლეტენბერგი ირწმუნება, რომ ერნანდესსა და კლუბის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგა, სადაც 27 წლის მცველმა ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ ბაიერნის დატოვება ამ ზაფხულშივე სურს, რათა პსჟ-ს შეუერთდეს.

ფრანგი მოთამაშის ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე ლეგენდარულმა ლოთარ მათეუსმაც ისაუბრა და ერნანდესის საჯაროდ, მკაცრად გააკრიტიკა:

"მას ახლავე გავყიდიდი, რადგან აშკარად არ აქვს კლუბის მიმართ დაფასება. მართალია, ის ყოველთის ავლენა საჭირო მენტალიტეტს მოედანზე, მაგრამ ის ასევე ტრავმების სიხშირეს უჩივის. როგორც ფეხბურთელს, ეს უნდა გახსოვდეს და კლუბის ერთგული უნდა დარჩე", - აღნიშნა მათეუსმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი