ოფიციალურად | ჩელსიმ სასტარტო მეკარე გაუშვა - ნიშნავს ეს გიორგის ლონდონში გადაბარგებას? » სპორტის ხაზი

ოფიციალურად | ჩელსიმ სასტარტო მეკარე გაუშვა - ნიშნავს ეს გიორგის ლონდონში გადაბარგებას?

ოფიციალურად | ჩელსიმ სასტარტო მეკარე გაუშვა - ნიშნავს ეს გიორგის ლონდონში გადაბარგებას?
20-06-2023, 15:47
Aa Aa
გაზიარება:

ყველაზე ცნობილმა საფეხბურთო ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ დაწერა, რომ ლონდონის ჩელსიმ ედუარდ მენდი საუდის არაბეთის ლიგაში გაყიდა:

"სენეგალელი მეკარისა და არაბების წარმომადგენლებს შორის კონტრაქტი ჯერ არ შემდგარა, თუმცა ყველაფერი ძალიან მალე მოხდება."

"მენდის ალ აჰლისთან შეთანხმება სიტყვიერად უკვე მიღწეული აქვს. ის საუდის არაბეთის ლიგაში 2026 წლამდე ითამაშებს."
- დაწერა ფაბრიციო რომანომ, ეს ინფორმაცია კი გიორგი მამარდაშვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს.

ედუარდ მენდის წასვლის შემდეგ ჩელსის უმთავრესი არჩევანი კეპაა, რომელსაც სამეკარეო მონაცემები ნამდვილად არ დაეწუნება, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით მის ხასიათთან დაკავშირებით. შესაბამისად, დიდი შანსია, რომ პოჩეტინოს კეპას დატოვება სულაც არ სურდეს და ხელმძღვანელობას ახალი მეკარის შეძენა დაჟინებით მოსთხოვოს.

სწორედ აქ ჩნდება გიორგი მამარდაშვილის შანსი, რადგან ქართველ მეკარეს ბოლო თვეების განმავლობაში ჩელსის ძალიან ხშირად უკავშირებდნენ, მეტიც, ლონდონელების სკაუტები ლა ლიგაში ვალენსიას უკანასკნელ შეხვედრას იმიტომ დაესწრნენ, რომ გიორგისთვის თვალი უშუალოდ ტრიბუნებიდან მიედევნებინათ.

შეგახსენებთ, რომ ჩელსისთან ერთად პრემიერ ლიგაში მამარდაშვილის ტრანსფერით ტოტენჰემი და ასტონ ვილაც ინტერესდებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი