მორიგი ვარდნა რეიტინგში | ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოპ 300-შიც კი აღარაა » სპორტის ხაზი

მორიგი ვარდნა რეიტინგში | ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოპ 300-შიც კი აღარაა

მორიგი ვარდნა რეიტინგში | ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოპ 300-შიც კი აღარაა
19-06-2023, 15:29
Aa Aa
გაზიარება:

ქართული ჩოგბურთის ცნობილი წარმომადგენელი ნიკოლოს ბასილაშვილი პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის რეიტინგში მორიგ ჯერზე დაქვეითდა და ის უკვე საუკეთესო სამასეულის მიღმაა.

დღევანდელი განახლებული მონაცემების მიხედვით, ქართველმა სპორტსმენმა 45 ქულა დაკარგა და 58 ქულით დაბლა დაიწია.

ნიკოლოს ბასილაშვილი ამჟამინდელი რეიტინგით მსოფლიოს 321-ე ჩოგანია, ამაზე უარესი შედეგი კი ბასილაშვილს მთელი 9 წლის წინ, 2014 წელს ჰქონდა, როდესაც ის 378-ე პოზიციას იკავებდა.

სამწუხაროდ, ქართველი ჩოგბურთელის ასეთი ვარდნა ლოგიკურად აიხსნება, რადგან მას უკანასკნელ პერიოდში ზედიზედ 8 მარცხი ჰქონდა, რის შემდეგაც ბასილაშვილმა მარჯვენა იდაყვზე ოპერაცია გაიკეთა, ახლა კი რეაბილიტაციის პროცესს გადის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი