"საქართველოს გაუმართლა, ჩვენ უნდა მოგვეგო" - კვიპროსელი მოთამაშეები მატჩს აფასებენ » სპორტის ხაზი

"საქართველოს გაუმართლა, ჩვენ უნდა მოგვეგო" - კვიპროსელი მოთამაშეები მატჩს აფასებენ

"საქართველოს გაუმართლა, ჩვენ უნდა მოგვეგო" - კვიპროსელი მოთამაშეები მატჩს აფასებენ
18-06-2023, 13:54
Aa Aa
გაზიარება:

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები კვიპროსს ეწვია და მეტოქესთან გამარჯვების მოპოვება დაძაბულ ბრძოლაში მოახერხა, - 1:2.

გთავაზობთ კვიპროსის ნაკრების ფეხბურთელების კომენტარებს, რომლებიც მათ მატჩის დასრულების შემდეგ გააკეთეს:

"საქართველოს უბრალოდ გაუმართლა, ეს მატჩი ჩვენ უნდა მოგვეგო, რადგან ჩვენ მეტად ვიმსახურებდით. ძალიან ცუდია, რომ საკუთარ ტრიბუნებზე უფრო მეტი ქართველი იყო, ვიდრე კვიპროსელი." - ხრისტოფი

"შანსი მომეცა და ვცადე, რომ კარგად გამომეყენებინა. ვფიქრობ, წაგება არ დაგვიმსახურებია, რადგან საკმაოდ კარგად ვითამაშეთ." - მალი

"შედეგით გაწბილებულები ვართ, რადგან ის ძალიან უსამართლოა. ჩვენ ბურთი ხარიხას ორჯერ მოვარტყით, ბურთს უბრალოდ არ სურდა კარში შესვლა." - პიტასი

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ორი ტურის შემდეგ A ჯგუფში 4 ქულა აქვს მოპოვებული და მეორე ადგილს იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი