ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები კვიპროსს ეწვია და მეტოქესთან გამარჯვების მოპოვება დაძაბულ ბრძოლაში მოახერხა, - 1:2.
მატჩის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან სასაუბროდ გამოჩნდა კვიპროსის ქართველი დამრიგებელი, თემურ ქეცბაია, რომელმაც საქართველოსთან თამაში შეაფასა:
"ჩემი აზრით, ორივე გუნდმა კარგად და საინტერესოდ ითამაშა. ვფიქრობ, წაგება არ დაგვიმსახურებია და შეიძლებოდა, რომ მატჩი ფრედ დასრულებულიყო. ცხადია, წაგებით არ უნდა დაკმაყოფილდე, თუმცა ჩემს ბიჭებს მეტს ვერაფერს მოვთხოვდი იმის ფონზე, რომ დამატებით 5-6 წამყვანი მოთამაშე გვაკლდა."
"კვიპროსელებმა ტრიბუნებზე მოსვლით მსოფლიო დონის მოთამაშე იხილეს (იგულისხმება ხვიჩა კვარაცხელია), თუმცა მინდოდა, რომ საგულშემატკივროდ უფრო მეტნი მოსულიყვნენ."
"ზუსტად ვიცი თუ რისი გაკეთება შეუძლიათ ქართველ მოთამაშეებს და მიხარია, რომ ისეთი თაობა გამოჩნდა, რომელსაც დიდი წარმატების მიღწევა შეუძლია." - თქვა ქეცბაიამ
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ორი ტურის შემდეგ A ჯგუფში 4 ქულა აქვს მოპოვებული და მეორე ადგილს იკავებს.