ანგარიში შემოატრიალეს | თორნიკე შენგელიას ვირტუსი ფინალის მოგებისკენ მიიწევს » სპორტის ხაზი

ანგარიში შემოატრიალეს | თორნიკე შენგელიას ვირტუსი ფინალის მოგებისკენ მიიწევს

ანგარიში შემოატრიალეს | თორნიკე შენგელიას ვირტუსი ფინალის მოგებისკენ მიიწევს
17-06-2023, 13:43
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ იტალიის საკალათბურთო ფინალის რიგით მე-4 შეხვედრა გაიმართა, სადაც თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ ოლიმპია მილანოსთან ანგარიში საერთო სერიაში გაათანაბრა.

საქართველოს ნაკრების კაპიტნის გუნდმა მეტოქე დაძაბულ შეხვედრაში 4 ქულის სხვაობით, 93:89 დაამარცხა, თავად თორნიკემ კი პარკეტზე 37 წუთი გაატარა, რა დროშიც მან 9 ქულა, 4 მოხსნა და 5 პასი მიითვალა.

ცნობისთვის, იტალიის ჩემპიონატის ფინალი 4 მოგებამდე გრძელდება, ვირტუს ბოლონიამ კი ანგარიშის გათანაბრება 2:0-დან მოახერხა. შესაბამისად, ვირტუსი ახლა უკეთეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ამავე ტურნირზე ბოლო ფინალო სწორედ ვირტუსსა და მილანს შორის გაიმართა, რომელიც მილანმა 4:2 მოიგო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი