"ბოელი და პოჩეტინო მზად არიან, რომ კვარაცხელიაში 120 მილიონი ევრო გადაიხადონ" - Sportskeeda » სპორტის ხაზი

"ბოელი და პოჩეტინო მზად არიან, რომ კვარაცხელიაში 120 მილიონი ევრო გადაიხადონ" - Sportskeeda

"ბოელი და პოჩეტინო მზად არიან, რომ კვარაცხელიაში 120 მილიონი ევრო გადაიხადონ" - Sportskeeda
18-06-2023, 15:42
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული უცხოური სპორტული პლატფორმის, კერძოდ Sportskeeda-ს ვებგვერდზე სტატია ხვიჩა კვარაცხელიასა და ჩელსის შესახებ გამოქვეყნდა, რომელშიც წერია, რომ ლონდონელები ქართველის შეძენით ინტერესდებიან და მზად არიან, რომ მის სანაცვლოდ ნაპოლის 120 მილიონი ევრო გადაუხადონ:

"ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა ევროპული კლუბების ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად გადაიქცა მას შემდეგ, რაც მან ნაპოლისთან ერთად ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა. ქართველი ფეხბურთელი იტალიის ჩემპიონატს სულ რაღაც 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, თუმცა მალევე დაამტკიცა, რომ მისი ღირებულება გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე დინამო ბათუმმა კვარაცხელიას სანაცვლოდ ნაპოლისგან მიიღო." - წერს გამოცემა

სხვათაშორის, აღნიშნული წყარო იმასაც წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით მიუნხენის ბაიერნი და პარი სენ-ჟერმენიც ინტერესდებიან, რასაც კვარას საოცარი სტატისტიკა განაპირობებს როგორც სერია A-ში, ისე ჩემპიონთა ლიგის ეგიდით.

Sportskeeda ყურადღებას ამახვილებს ჩელსის ფინანსურ დანახარჯზე, რასაც კლუბისთვის შესაბამისი მოგება ნამდვილად არ მოუტანია. საგულისხმოა, რომ ტოდ ბოელიმ ბოლო სატრანსფერო ფანჯრის დროს 600 მილიონ ევრომდე დახარჯა, თუმცა მისმა გუნდმა პრემიერ ლიგაში მხოლოდ და მხოლოდ მე-12 ადგილი დაიკავა, გამოცემა კი ვარაუდობს, რომ კლუბის ამერიკელი მფლობელი არ გაჩერდება და ჩელსის გაძლიერებას იქამდე განაგრძობს, სანამ მისი გუნდი უკეთესი მიზნებისთვის მებრძოლ ძალად არ ჩამოყალიბდება.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ხვიჩა კვარაცხელია და ნაპოლი კონტრაქტის კიდევ უფრო გახანგრძლივებასთან და მისი პირობების გაუმჯობესებასთან საკმაოდ ახლოს არიან, რაც რამდენიმე ხნის წინ, კვარას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა Geo Team-თან საუბრისას თავადვე დაადასტურა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი