"ჩვენი განადგურება პირველივე ჯერზე შეძლო" - გიბრალტარის ნაკრების წევრი კვარაცხელიაზე » სპორტის ხაზი

"ჩვენი განადგურება პირველივე ჯერზე შეძლო" - გიბრალტარის ნაკრების წევრი კვარაცხელიაზე

"ჩვენი განადგურება პირველივე ჯერზე შეძლო" - გიბრალტარის ნაკრების წევრი კვარაცხელიაზე
16-06-2023, 17:28
Aa Aa
გაზიარება:

გიბრალტარის ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელმა, კიან რონანმა საქართველოსთან გამართული შეხვედრა გაიხსენა და თქვა, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთან გამკლავება გიბრალტარელებმა ვერაფრით შეძლეს:

"ამ ბიჭის წინააღმდეგ სულ პირველად ივნისში ვითამაშეთ, თუმცა მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდით თუ რა დონის ტალანტზე გვქონდა საუბარი. ჩვენი პირველი შეხვედრისას ნაპოლიში მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა საოცრებების კეთება დაწყებული, თუმცა ჩვენ პირველივე ჯერზე გაგვანადგურა."

"მან ჩვენს წინააღმდეგ გოლებიც გაიტანა და საგოლე პასებიც გააკეთა. როდესაც გასახდელში დავბრუნდით, ყველა ერთ კითხვას სვამდა, - ვინ არის ბიჭი, რომელიც საქართველოს მარცხენა ფლანგზე თამაშობს?"
- თქვა კიან რონანმა

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრას ხვალ გამართავს, მეტოქე კი თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრები იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი