1-2 | იტალიის ჩემპიონატის ფინალში თორნიკე შენგელიას ვირტუსმა მილანთან ჩამორჩენა შეამცირა » სპორტის ხაზი

1-2 | იტალიის ჩემპიონატის ფინალში თორნიკე შენგელიას ვირტუსმა მილანთან ჩამორჩენა შეამცირა

1-2 | იტალიის ჩემპიონატის ფინალში თორნიკე შენგელიას ვირტუსმა მილანთან ჩამორჩენა შეამცირა
15-06-2023, 15:06
Aa Aa
გაზიარება:

14 ივნისს იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალის რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა, რომელშიც თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ ოლიმპია მილანოსთან ჩამორჩენა შეამცირა და ანგარიში 1:2 გახადა, - 69:61.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი პარკეტზე 24 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, რა დროშიც მან თავი 4 ქულას, 9 მოხსნასა და 6 შედეგიან გადაცემას მოუყარა.

იტალიის ჩემპიონატის ფინალი 4 მოგებამდე გრძელდება, მომდევნო შეხვედრა კი შენგელიას გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. ის ხვალ, ჩვენი დროით 22:30-ზე გაიმართება.

ცნობისთვის, შარშანდელ ფინალში სწორედ ეს გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც მილანმა მეტოქე 4:2 დაამარცხა, ვირტუსს კი ახლა რევანში აქვს ასაღები.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი