ბარათების დარიგება უყვარს - ცნობილია თუ ვინ იმსაჯებს კვიპროსისა და საქართველოს შეხვედრაზე » სპორტის ხაზი

ბარათების დარიგება უყვარს - ცნობილია თუ ვინ იმსაჯებს კვიპროსისა და საქართველოს შეხვედრაზე

ბარათების დარიგება უყვარს - ცნობილია თუ ვინ იმსაჯებს კვიპროსისა და საქართველოს შეხვედრაზე
15-06-2023, 14:57
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე რიგით მეორე შეხვედრას კვიპროსის წინააღმდეგ ზეგ, 17 ივნისს გასვლაზე გამართავს.

საგულისხმოა, რომ სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი ინფორმაცია იმ მსაჯების შესახებ, რომლებიც კვიპროსისა და საქართველოს მატჩს მოემსახურებიან.

აღნიშნული მატჩის მთავარი არბიტრი პორტუგალიელი ფაბიო ვერისიმო იქნება, რომელიც საშუალოდ არც თუ ისე ცოტა ყვითელ ბარათს იყენებს. შესაბამისად, არის შანსი, რომ მსაჯმა ფეხბურთელებს ხისტი თამაშისთვის ბარათები უხვად აჩვენოს. ფაბიო ვერისიმოს ბარათების გამოყენებისკენ მიდრეკილებაზე ერთი კონკრეტული ფაქტი მიუთითებს: მან გასულ წელს პორტუგალიის ლიგაში 21 შეხვედრა იმსაჯა და ჯამურად 113 ყვითელი და 9 წითელი ბარათი გამოიყენა.

რაც შეეხება ვერისიმოს დამხმარეებს, ისინიც პორტუგალიიდან იქნებიან (პედრო ალმეიდა, რუი ტეიშეირა და ელდერ მალეირო).


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი