"ვემზადებით მოსაგებად არა მხოლოდ კვიპროსთან, არამედ შოტლანდიასთანაც" - ზურიკო დავითაშვილი » სპორტის ხაზი

"ვემზადებით მოსაგებად არა მხოლოდ კვიპროსთან, არამედ შოტლანდიასთანაც" - ზურიკო დავითაშვილი

"ვემზადებით მოსაგებად არა მხოლოდ კვიპროსთან, არამედ შოტლანდიასთანაც" - ზურიკო დავითაშვილი
15-06-2023, 11:32
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. თბილისში, საწვრთნელი შეკრების ფარგლებში ჩვენი გუნდი ბოლო ვარჯიშს 15 ივნისს გამართავს. მოგვიანებით კი, ვილი სანიოლის გუნდი, 25 ფეხბურთელის შემადგენლობით, ლარნაკაში გაემგზავრება

მოახლოებულ ოფიცალურ მატჩებთან დაკავშირებით ზურიკო დავითაშვილმა ისაუბრა, გთავაზობთ მის კომენტარს:

"ვემზადებით მოსაგებად არა მხოლოდ კვიპროსთან, არამედ შოტლანდიასთანაც. ეს ლოგიკურია ჩვენი ნაკრებიდან გამომდინარე. ძალიან კარგი კოლექტივი ვართ, გამოცდილებაც საკმაოდ გვაქვს და იმედი მაქვს, რომ ორივე შეხვედრას ჩვენთვის სასიკეთოდ დავასრულებთ. მოლოდინი, რა თქმა უნდა, გამარჯვებაა.

კარგი სეზონის შემდეგ უფრო თავდაჯერებული ხარ. ჩემთვის, სეზონის მეორე ნახევარი გაცილებით უკეთესი გამოვიდა. იმედი მაქვს, სანაკრებო დონეზე კარგი მატჩებით დავასრულებ სეზონს და გულშემატკივარს გავახარებ."
- თქვა დავითაშვილმა

შეგახსენებთ, რომ კვიპროსს 17 ივნისს შევხვდებით, 20 რიცხვში კი გლაზგოში ვითამაშებთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი