"თემურ ბოდიში, მაგრამ უშანსოდ დაგტოვებთ" - ქართველი ფანების მოლოდინები ივნისის მატჩებისთვის » სპორტის ხაზი

"თემურ ბოდიში, მაგრამ უშანსოდ დაგტოვებთ" - ქართველი ფანების მოლოდინები ივნისის მატჩებისთვის

"თემურ ბოდიში, მაგრამ უშანსოდ  დაგტოვებთ" - ქართველი ფანების მოლოდინები ივნისის მატჩებისთვის
14-06-2023, 16:33
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ივნისის თვეში 2 შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდი ორივე მატჩს სტუმრად, ჯერ კვიპროსში (17 ივნისი), შემდეგ კი შოტლანდიაში ჩაატარებს (20 ივნისი).

საინტერესოა თუ როგორი მოლოდინი აქვს ქართველ გულშემატკივარს ზემოაღნიშნული მატჩების წინ, გთავაზობთ კომენტარებს:

"მოსაგები თამაშებია, ასეთი კარგი შემადგენლობა დიდი ხანია არ გვყოლია"

"იმედია, 1-2 ქულის აღებას არ დაგეგმავენ გასვლაზე თამაშის ფაქტორის გამო, ორივეს მოსაგებად უნდა ვითამაშოთ"

"კვარა გვყავს, ჩაკვე გვყავს, კიტე გვყავს, ზურიკო, ჟორჟი.. მოკლედ, ყველაფერია იმისთვის, რომ 4-6 ქულა ავიღოთ"

"ხო ყველაფერი კარგადაა, მაგრამ გული კარგს მაინც არ მიგრძნობს.."

"ქეცბაიას ფაქტორი ძალიან საინტერესოა, ნეტა როგორი შემართებით გამოიყვანს გუნდს ჩვენს წინააღმდეგ"

"თემურ ბოდიში, მაგრამ უშანსოდ დაგტოვებთ"

"კვარაცხელია გაიტანს ჩაკვეტაძის პასით, დაიმახსოვრეთ ყველამ"

"კვიპროსი დასამარცხებელია ყველა ვარიანტში, შოტლანდიასთან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ძაან ძლიერი გუნდია"

"ბიჭებს მაგარი საკლუბო სეზონი ჰქონდათ, წესით არცერთი არ უნდა წავაგოთ"

"თამასა ძალიან გავზარდეთ ბიჭებო და აბა თქვენ იცით, ნუ დაგვაღალატებთ"

"მოსაგები თამაშები უნდა მოვიგოთ, დანარჩენში კიდე მოგებისთვის ყველაფერი გავაკეთოთ"

"თემურა ძაან განცდებში იქნება ახლა, ვაი შენ ეგ თქვი თუ მოგვიგო.." - წერენ ქართველი ფანები


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი