"2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე აღარ ვითამაშებ" - ლიონელ მესი » სპორტის ხაზი

"2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე აღარ ვითამაშებ" - ლიონელ მესი

"2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე აღარ ვითამაშებ" - ლიონელ მესი
14-06-2023, 14:36
Aa Aa
გაზიარება:

2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულმა, ლიონელ მესიმ მედიასთან კომენტარი მომდევნო მუნდიალის შესახებ გააკეთა:

"ეს ჩემი ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი იყო. შევხედავ, როგორ განვითარდება მოვლენები. თუმცა, არა, მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას არ მივიღებ, მაგრამ დავესწრები“, – განაცხადა ლიონელ მესიმ.

"ლა პულგა" ალბისელესტეს შემადგენლობაში 2005 წლიდან თამაშობს და მან არგენტინის მაისურით აქამდე 174 მატჩი გამართა, რა დროშიც 102 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ლეო მესიმ პარი სენ-ჟერმენი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და MLS-ში, კერძოდ ინტერ მაიამის შემადგენლობაში გადაბარგდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი