"მზად ვართ, რომ სანაკრებო მატჩები წარმატებულად განვაგრძოთ" - საბა ლობჟანიძე » სპორტის ხაზი

"მზად ვართ, რომ სანაკრებო მატჩები წარმატებულად განვაგრძოთ" - საბა ლობჟანიძე

"მზად ვართ, რომ სანაკრებო მატჩები წარმატებულად განვაგრძოთ" - საბა ლობჟანიძე
14-06-2023, 13:25
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრები თბილისში უკვე მეცხრე დღეა საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. საწვრთნელ პროცესში 25 ფეხბურთელი სრული დატვირთვით მონაწილეობს. კვიპროსში გამგზავრებამდე ჩვენი გუნდი კიდევ ერთ ვარჯიშს გამართავს. ლარნაკაში ვილი სანიოლის გუნდი 15 ივნისს გაემგზავრება.

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის შეხვედრა კვიპროსსა და საქართველოს შორის 17 ივნისს, 22:45 დაიწყება.

დღევანდელი ვარჯიშის დასრულების შემდეგ მოახლოებულ მატჩზე საბა ლობჟანიძემ ისაუბრა.

საბა ლობჟანიძე (საქართველოს ნაკრების წევრი): "ხანგრძლივი და კარგი მოსამზადებელი ეტაპი გვაქვს ჯგუფის ორ მნიშვნელოვან თამაშამდე. ორივე მოწინააღმდეგე განსხვავებული სტილის გუნდია, თავდაპირველად სრული კონცენტრაცია გვაქვს კვიპროსთან თამაშზე, რადგან გვსურს რომ ქულები ავიღოთ. შემდეგ კი, როგორც იცით, ჯგუფის ლიდერს, შოტლანდიას ვხვდებით. ყველა მზად ვართ საინტერესო საფეხბურთო სეზონის შემდეგ წარმატებული სანაკრებო სერიის გასაგრძელებლად".

Nakrebi.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი