"დე ლაურენტისისთვის კრისტოფ გალტიე ფავორიტია" - Football Italia » სპორტის ხაზი

"დე ლაურენტისისთვის კრისტოფ გალტიე ფავორიტია" - Football Italia

"დე ლაურენტისისთვის კრისტოფ გალტიე ფავორიტია" - Football Italia
15-06-2023, 11:37
Aa Aa
გაზიარება:

იტალიურ მედიაში არაერთი ცნობილი და გამორჩეული სპეციალისტის გვარი სახელდება, რომელთაც ლუჩანო სპალეტის ნაპოლიში ჩანაცვლებას უწინასწარმეტყველებენ.

ბოლო პერიოდში საკმაოდ პოპულარული გახდა კრისტოფ გალტიეს ვარიანტი, რომელიც ახლა პარი სენ-ჟერმენში მუშაობს, თუმცა მისი ფრანგული კლუბიდან წასვლა დროის საკითხია.

Football Italia-მ დაწერა, რომ გალტიე აურელიო დე ლაურენტისის ფავორიტია და მასთან მოლაპარაკებას უახლოეს დღეებში დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-ის ამჟამინდელი სპეციალისტი 2020/2021 წლებში საფრანგეთის ლიგა 1-ის გამარჯვებული ლილთან ერთად გახდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.