ბარსელონაში ტრანსფერი არ შედგება - კიმიხმა ყველაფერი უარყო და გულშემატკივრები დაამშვიდა » სპორტის ხაზი

ბარსელონაში ტრანსფერი არ შედგება - კიმიხმა ყველაფერი უარყო და გულშემატკივრები დაამშვიდა

ბარსელონაში ტრანსფერი არ შედგება - კიმიხმა ყველაფერი უარყო და გულშემატკივრები დაამშვიდა
13-06-2023, 17:40
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, იოზუა კიმიხის ბარსელონაში შესაძლო ტრანსფერზე ბოლო პერიოდში ბევრი იწერებოდა - აღნიშნულ საკითხს კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესიც გამოეხმაურა და კიმიხთან შეხვედრის დეტალები გაიხსენა.

"მას კატარში ვესაუბრე, ერთმანეთს ღონისძიებაზე შევხვდი და კიმიხმა მითხრა, რომ ჩემი დიდი გულშემატკივარია.

ბარსელონაში მისი ტრანსფერი? იოზუას ბაიერნთან კონტრაქტი აკავშირებს, ასე რომ, ეს მასზეა დამოკიდებული - შეხედეთ ლევანდოვსკის მაგალითს, მას ბარსელონაში მოსვლა სურდა
", - განაცხადა ჩავიმ.

ცოტა ხნის წინ, გავრცელებულ ჭორებზე კომენტარი თავად კიმიხმაც გააკეთა და რეკორდმაისტერის ქომაგები დაამშვიდა.

"ძნელი იყო ამის არ შემჩნევა - ზოგადად ჭორები არ არის ისეთი რამ, რაზეც ბევრს ვფიქრობ. ბაიერნთან ჯერ კიდევ 2 წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და მინდა გითხრათ, რომ მედა ამ კლუბს წინ დიდი გეგმები გვაქვს", - განაცხადა კიმიხიმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი