Calciomercato-მ კვარაცხელიას ოსიმენი ამჯობინა, მიზეზი კი ასე ახსნა » სპორტის ხაზი

Calciomercato-მ კვარაცხელიას ოსიმენი ამჯობინა, მიზეზი კი ასე ახსნა

Calciomercato-მ კვარაცხელიას ოსიმენი ამჯობინა, მიზეზი კი ასე ახსნა
13-06-2023, 11:55
Aa Aa
გაზიარება:

ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა იტალიურმა ვებგვერდმა, კერძოდ Calciomercato-მ ნაპოლის სეზონი შეაფასა და ყველასგან ორი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი გამოარჩია.

საგულისხმოა, რომ სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელების მიუხედავად, მათ 10 ქულა ვიქტორ ოსიმენს დაუწერეს, კვარას კი მხოლოდ 9:

ვიქტორ ოსიმენის შეფასება

"დავაც კი არ შეიძლება იმის შესახებ, რომ ამ სეზონში ნაპოლის საუკეთესო ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი იყო, რომელმაც იტალიის ჩემპიონატში თავი 26 გოლს მოუყარა, ყველა ტურნირზე კი მეტოქეთა კარი 31-ჯერ აიღო. მისთვის 10 ქულის დაწერა აბსოლუტურად დამსახურებული შეფასებაა. ნიგერიელი მეტოქის საჯარიმოში მომაკვდინებელი იყო, მცველები მის წინააღმდეგ ვერაფერს ახერხებდნენ. ოსიმენმა უმაღლეს დონეზე დახვეწა თავით თამაშის კომპონენტიც. შემთხვევითი სულაც არაა ის, რომ მის წინააღმდეგ ისეთ მცველსაც კი გაუჭირდა, როგორიც კრის სმოლინგია."

ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება

"ვიქტორ ოსიმენზე ერთით დაბალი შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელსაც თავიდან ყველა სკეპტიკურად უყურებდა, რადგან მას თვით ლორენცო ინსინიე უნდა ჩაენაცვლებინა. მიუხედავად ასეთი დამოკიდებულებისა, კვარაცხელიამ საოცარი სეზონი ჩაატარა, რაშიც თავისი მარდი ფეხები და უზადო ტექნიკა დაეხმარა. აუცილებლად სახსენებელია ატალანტას კარში გატანილი გოლი, სადაც ხვიჩამ საერთოდ არავინ შეიმჩნია. ის არის მოთამაშე, რომელსაც რიცხობრივი უპირატესობის შექმნა უმარტივესად შეუძლია."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი