ვერც თოკომ უშველა - ვირტუსმა მილანთან ფინალის მეორე შეხვედრაც წააგო » სპორტის ხაზი

ვერც თოკომ უშველა - ვირტუსმა მილანთან ფინალის მეორე შეხვედრაც წააგო

ვერც თოკომ უშველა - ვირტუსმა მილანთან ფინალის მეორე შეხვედრაც წააგო
12-06-2023, 16:18
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალში ვირტუს ბოლონია და ოლიმპია მილანო გავიდნენ, ფინალის პირველი შეხვედრა კი მილანელების გამარჯვებით დასრულდა.

სამწუხაროდ, თორნიკე შენგელიას გუნდისთვის წარმატებული არც მეორე მატჩი გამოდგა, რომელიც მილანმა 3 ქულის სხვაობით, 79:76 მოიგო და სერიაში უკვე 2:0 დაწინაურდა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა პარკეტზე 28 წუთი გაატარა და საკუთარ გუნდში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. მან ამ დროში 17 ქულა ჩააგდო, 5 მოხსნა მიითვალა და 4 პასი გააკეთა.

ცნობისთვის, ფინალის სერია 4 მოგებამდე გრძელდება, ვირტუს ბოლონიას კი ყველაფრის სასიკეთოდ შემოტრიალება შეუძლია, თუმცა ამისთვის მომდევნო მატჩი აუცილებლად უნდა მოიგონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი უკვე ძალიან განწირულები იქნებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი