"ნიჭიერები ვართ, ვერავინ შეგვაშინებს" - კვიპროსის ნაკრების მცველი » სპორტის ხაზი

"ნიჭიერები ვართ, ვერავინ შეგვაშინებს" - კვიპროსის ნაკრების მცველი

"ნიჭიერები ვართ, ვერავინ შეგვაშინებს" - კვიპროსის ნაკრების მცველი
13-06-2023, 11:55
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე შეხვედრას 17 ივნისს სტუმრად გამართავს, მეტოქე კი თემურ ქეცბაიას კვიპროსი იქნება.

აღსანიშნავია, რომ მატჩამდე კვიპროსულ მედიაში მათი გუნდის წევრის, კოსტას პილეასის კომენტარი ვრცელდება, რომელსაც ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეტოქეების შესახებ აკეთებს:

"კვიპროსის ეროვნულ ნაკრებში გამოძახება ჩემთვის უდიდესი პატივია. შევეცდები, შეკრებაზე საუკეთესო თვისებები ვაჩვენო და თამაში დავიმსახურო. რაც შეეხება ჩვენს უახლოეს მეტოქეებს, საქართველოს და ნორვეგიის ნაკრებებს – არცერთი მოწინააღმდეგის არ გვეშინია, რადგან კვიპროსულ ფეხბურთში ბევრი ნიჭიერი მოთამაშეა." - თქვა პილეასმა

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის გუნდი კვიპროსის შემდეგ მომდევნო მატჩს 20 ივნისს შოტლანდიაში ადგილობრივი გუნდის წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი