დე ლაურენტისმა პიოლის ნაპოლიში გადასვლა შესთავაზა - რა უპასუხა სტეფანომ? » სპორტის ხაზი

დე ლაურენტისმა პიოლის ნაპოლიში გადასვლა შესთავაზა - რა უპასუხა სტეფანომ?

დე ლაურენტისმა პიოლის ნაპოლიში გადასვლა შესთავაზა - რა უპასუხა სტეფანომ?
12-06-2023, 15:55
Aa Aa
გაზიარება:

Corriere dello Sport-ის ინფორმაციის მიხედვით, ნაპოლის პრეზიდენტმა მილანის მწვრთნელს, სტეფანო პიოლის დაურეკა და პარტენოპეიში სამსახური შესთავაზა.

როგორც გამოცემა წერს, მილანის დამრიგებელმა აურელიო დე ლაურენტისს ყურადღებით მოუსმინა, თუმცა უარით გაისტუმრა, რადგან მისი პრიორიტეტი ახლა მილანში დარჩენა და გუნდის მომდევნო სეზონისთვის მომზადებაა.

ამის პარალელურად, აქვე გეტყვით იმასაც, რომ ნაპოლის კიდევ არაერთ სპეციალისტს უკავშირებენ, ესენი ანტონიო კონტე, ჯან პიერო გასპერინი, რაფაელ ბენიტესი, ლუის ენრიკე და სხვები არიან.

მიუხედავად ასეთი სიისა, უკანასკნელ დღეებში ნაპოლის არა ზემოაღნიშნული კანდიდატები, არამედ სალერნიტანას დამრიგებელი პაულო სოუზა დაუკავშირეს, რომელმაც თავისი გუნდი სერია A-ში მე-15 ადგილზე გაიყვანა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი