"ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ნაკრებში ახალი შემართება შემოიტანეს" - ოთარ კიტეიშვილი » სპორტის ხაზი

"ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ნაკრებში ახალი შემართება შემოიტანეს" - ოთარ კიტეიშვილი

"ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ნაკრებში ახალი შემართება შემოიტანეს" - ოთარ კიტეიშვილი
12-06-2023, 15:30
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადებას თბილისში განაგრძობს.

11 ივნისს, ვილი სანიოლის გუნდმა დინამო თბილისის საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საქართველოს ნაკრები თბილისში 15 ივნისამდე მოემზადება, კვიპროსთან მატჩამდე ორი დღით ადრე კი, ჩვენი გუნდი ლარნაკაში გაემგზავრება.

კვიპროსისა და შოტლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ ჩვენი გუნდის 25 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება.

ოთარ კიტეიშვილი (საქართველოს ნაკრების წევრი): "როგორც ყოველთვის, გუნდში ძალიან კარგი გარემოა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთელისთვის და ზოგადად გუნდისთვის. მიხარია, რომ ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად არის და ოპტიმალური შემადგენლობით ვართ. რა თქმა უნდა, დიდი დრო გვაქვს მოსამზადებლად და ვეცდებით ეს დრო მაქსიმალურად გამოვიყენოთ, ვკონცენტრირდეთ მეტოქეებზე. იმედი მაქვს, მივაღწევთ შედეგს, რომელიც წარმატებულად ჩაითვლება და ამ შეხვედრებში ქულებს მოვიპოვებთ.

ზოგადად, ფეხბურთის დონე ამაღლდა და ახალგაზრდა ფეხბურთელებმა, რომლებიც წარმატებით ასპარეზობენ ევროპის ტოპ ჩემპიონატებში, ეს ჟინი და შემართება ნაკრებშიც შემოიტანეს. გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად, იქმნება მიქსი, რომელმაც უნდა მოგვიტანოს შედეგი. უფრო მეტის ამბიცია გვაქვს და ეს შედეგით უნდა დავადასტუროთ.

ძალიან ბედნიერი ვარ რთული პერიოდის შემდეგ ნაკრებში ყოფნით. ყოველთვის სანაკრებო პაუზის წინ ვიღებდი ტრავმას ან ვასრულებდი სარეაბილიტაციო პერიოდს. ძალიან რთული იყო პირადად ჩემთვის, რადგან ყოველთვის მინდა, რომ გუნდის ნაწილი ვიყო. ეს დამატებით მოტივაციას მიჩენს ნაკრებში ყოფნის დროს. ვცდილობ, მაქსიმალურად მოვემზადო და განსაკუთრებულ ფორმაში შევხვდე სანაკრებო თამაშებს".


Nakrebi.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი