ერთ-ერთს მესისთან უმუშავია - ნაპოლისთვის ორი ახალი მწვრთნელის კანდიდატურა გამოიკვეთა » სპორტის ხაზი

ერთ-ერთს მესისთან უმუშავია - ნაპოლისთვის ორი ახალი მწვრთნელის კანდიდატურა გამოიკვეთა

ერთ-ერთს მესისთან უმუშავია - ნაპოლისთვის ორი ახალი მწვრთნელის კანდიდატურა გამოიკვეთა
11-06-2023, 14:45
Aa Aa
გაზიარება:

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციის მიხედვით, ნაპოლის ორი ახალი მწვრთნელის კანდიდატურა დაუკავშირეს, ესენი რუდი გარსია და კრისტოფ გალტიე არიან, აურელიო დე ლაურენტისმა კი არჩევანი სწორედ მათ შორის უნდა გააკეთოს.

პირველი მათგანი ბოლოს საუდის არაბეთის ლიგაში, კერძოდ ალ-ნასრში მუშაობდა, საიდანაც ის 2 თვის წინ არადამაკმაყოფილებელი შედეგებისა და კრიშტიანუ რონალდუსთან მომხდარი კონფლიქტის გამო დაითხოვეს. გარდა არაბული კლუბისა, მას სხვადასხვა დროს ლილში, ლიონში, რომასა და მარსელში უმუშავია. შესაბამისად, გარსიასთვის ელიტური ფეხბურთის გემო უცხო ნამდვილად არაა.

რაც შეეხება კრისტოფ გალტიეს, ის ამ მომენტისთვის პარი სენ-ჟერმენში მუშაობს, თუმცა თითქმის ყველა ფრანგული გამოცემა იუწყება, რომ პარიზული კლუბი გალტიეს თანამდებობიდან სულ მალე დაითხოვს. საგულისხმოა, რომ კრისტოფს პსჟ-ის გარდა, ნიცასა და ლილშიც უმუშავია.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ამ ორ სპეციალისტთან ერთად აურელიო დე ლაურენტისის სიაში კიდევ არაერთი გვარი ფიგურირებს და როგორც თავად ნაპოლის პრეზიდენტმა აღნიშნა, ის უპირატესობას ისეთ მწვრთნელს მიანიჭებს, რომელსაც ადგილობრივი ცხოვრების წესისა და კულტურის ათვისება არ გაუჭირდება და მათთან ადაპტაციას მაქსიმალურად უმოკლეს დროში შეძლებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი