მან.სიტი - ინტერი | ორივე გუნდის სავარაუდო XI ჩემპიონთა ლიგის ფინალში » სპორტის ხაზი

მან.სიტი - ინტერი | ორივე გუნდის სავარაუდო XI ჩემპიონთა ლიგის ფინალში

მან.სიტი - ინტერი | ორივე გუნდის სავარაუდო XI ჩემპიონთა ლიგის ფინალში
10-06-2023, 13:18
Aa Aa
გაზიარება:

დღეს 2022/2023 წლების სეზონი ოფიციალურად დაიხურება, საფინალო შეხვედრაში კი ერთანეთს პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტი და სიმონე ინძაგის ინტერი შეხვდებიან.

მატჩის წინ მანჩესტერელები ფავორიტებად მიიჩნევიან, თუმცა ინტერის დამრიგებელმა სწორედ ის თქვა, რომ ფეხბურთის ხიბლი არათანმიმდევრულობასა და ალოგიკურობაშია.

ფინალამდე არაერთი გამოცემა აქვეყნებს თავის ვარაუდს, მათ შორის სასტარტო თერთმეტეულებთან დაკავშირებით:

მანჩესტერ სიტი - ედერსონი | უოკერი, სტოუნსი, დიაში, აკანჯი | როდრი, გიუნდოგანი, დე ბრუინი | ბერნარდო, გრილიში, ჰოლანდი.

ინტერი - ონანა | დარმიანი, აჩერბი, ბასტონი | დუმფრისი, ბარელა, მხითარიანი, ჩალჰანოღლუ, დიმარკო | მარტინესი, ჯეკო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.