დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებით შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნი საკუთარ მოედანზე მანჩესტერ სიტის უმასპინძლებს.
მატჩამდე ცოტა ხნით ადრე, ცნობილია თუ რა შემადგენლობით ითამაშებენ გუნდები.
ბაიერნი (4-2-3-1): ზომერი - პავარი, უპამეკანო, დე ლიხტი, კანსელო - კიმიხი, გორეცკა - სანე, მუსიალა, კომანი - ჩუპო მოტინგი.
მან.სიტი (4-3-3): ედერსონი - სტოუნსი, აკანჯი, დიაში, აკე - როდრიგო, დე ბრუინი, გიუნდოგანი - ბერნანდო სილვა, გრილიში, ჰოლანდი.