პირველი შეხვედრა დათმეს - თორნიკე შენგელია ვირტუსში საუკეთესო იყო » სპორტის ხაზი

პირველი შეხვედრა დათმეს - თორნიკე შენგელია ვირტუსში საუკეთესო იყო

პირველი შეხვედრა დათმეს - თორნიკე შენგელია ვირტუსში საუკეთესო იყო
10-06-2023, 12:25
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ჩემპიონატის ფინალი ვირტუს ბოლონიასა და ოლიმპია მილანოს შორის გუშინ დაიწყო, რომლის პირველი თამაშიც მილანმა 10 ქულის სხვაობით, 92:82 მოიგო.

ვირტუს ბოლონიას ქართველ ლეგიონერს, თორნიკე შენგელიას პარკეტზე სათამაშოდ 24 წუთი მიეცა, რა დროშიც მან თავი 16 ქულას და 6 მოხსნას მოუყარა. ამ სტატისტიკით თოკო თავის გუნდში საუკეთესო იყო.

ცნობისთვის, აღნიშნულ ფინალში ჩამორჩენის მიუხედავად, ჯერ დაკარგული არაფერია, რადგან ის 4-მდე გრძელდება და წინ სათამაშო ბევრია.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ შენგელიას ვირტუს ბოლონია ფინალში შარშანაც გავიდა, იქ კი სწორედ მილანთან დამარცხდა, - 4:2.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი