"თოკო ძალიან მაგარი კალათბურთელი და გუნდელია" - მილანის მოთამაშე შენგელიაზე » სპორტის ხაზი

"თოკო ძალიან მაგარი კალათბურთელი და გუნდელია" - მილანის მოთამაშე შენგელიაზე

"თოკო ძალიან მაგარი კალათბურთელი და გუნდელია" - მილანის მოთამაშე შენგელიაზე
9-06-2023, 15:51
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის საკალათბურთო ლიგის ფინალი ვირტუს ბოლონიასა და ოლიმპია მილანოს შორის გაიმართება, რომლის სერიაც 4-მდე იქნება, პირველი მატჩი კი დღეს, ჩვენი დროით 22:30-ზე შედგება.

საგულისხმოა, რომ ფინალის წინ ვირტუს ბოლონიას ქართველ კალათბურთელზე, თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა მილანის გერმანელმა მოთამაშემ, კერძოდ იოჰანეს ფოიგტმანმა, რომელსაც თოკოსთან ერთად აქამდე ჯერ ბასკონიაში, შემდეგ კი ცსკა-ში უთამაშია:

"მეტოქეს უძლიერესი შემადგენლობა ჰყავს და ვიცით, რომ ჩვენთვის პრობლემების შექმნა ბევრი თვალსაზრისით შეუძლიათ. მათ რიგებში ყველაზე კარგად თორნიკე შენგელიას ვიცნობ, რომელთანაც საკმაოდ ბევრი მაკავშირებს როგორც პარკეტზე, ისე მის გარეთ. ჩვენ ვარჯიშებზე ძალიან ხშირად გვიწევდა ერთმანეთის წინააღმდეგ თამაში და ზუსტად ვიცი თუ რისი გაკეთება შეუძლია თორნიკეს."

"ვფიქრობ, თოკო არის კალათბურთელი, რომლის გუნდში ყოლასაც აბსოლუტურად ყველა ისურვებდა, ის ძალიან ძლიერი მოთამაშეა."
- თქვა ფოიგტმანმა

ცნობისთვის, შარშან იტალიის ჩემპიონატის ფინალი სწორედ ამ გუნდებს შორის გაიმართა, რომელიც მილანმა 4:2 მოიგო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი