"საქართველოსა და ნორვეგიის დასამარცხებლად ეს გაგვაჩნია" - შოტლანდიელი ფეხბურთელი » სპორტის ხაზი

"საქართველოსა და ნორვეგიის დასამარცხებლად ეს გაგვაჩნია" - შოტლანდიელი ფეხბურთელი

"საქართველოსა და ნორვეგიის დასამარცხებლად ეს გაგვაჩნია" - შოტლანდიელი ფეხბურთელი
10-06-2023, 19:16
Aa Aa
გაზიარება:

ევრო 2024 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოსა და ნორვეგიის წინააღმდეგ გასამართი შეხვედრების შესახებ ისაუბრა A ჯგუფის ლიდერის, შოტლანდიის ეროვნული ნაკრებისა და ბრაიტონის ფეხბურთელმა ბილი გილმორმა, რომელმაც მოახლოებულ მატჩებში გამარჯვების გზებზე ისაუბრა:

"ზუსტად ვიცით, რომ როგორც საქართველოსთან, ისე ნორვეგიასთან რთულად ჩასატარებელი შეხვედრები გვექნება. პირველ მატჩს ნორვეგიასთან გავმართავთ, რომელსაც შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს და ვიცით თუ რისი გაკეთება შეუძლიათ."

"ჩვენი მთავარი კოზირი ისაა, რომ ერთად დიდი ხანია ვთამაშობთ და ერთმანეთის მინდორზე უსიტყვოდ გვესმის, რაც ბევრ ნაკრებს არ გააჩნია."

"ვფიქრობ, გუნდურობითა და საერთო ძალისხმევით როგორც საქართველოს, ისე ნორვეგიის დამარცხება შეგვიძლია, თუმცა წინ რთული მატჩები გველის."
- თქვა ბილი გილმორმა

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და შოტლანდიის დაპირისპირება 20 ივნისს გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი