ლონდონის არსენალი დეკლან რაისის ყიდვას უახლოვდება » სპორტის ხაზი

ლონდონის არსენალი დეკლან რაისის ყიდვას უახლოვდება

ლონდონის არსენალი დეკლან რაისის ყიდვას უახლოვდება
8-06-2023, 16:52
Aa Aa
გაზიარება:

ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და ვესთ ჰემის ფეხბურთელს, დეკლან რაისს გადაწყვეტილი აქვს, რომ კონფერენს ლიგის კაპიტნის რანგში მოგების შემდეგ კლუბი გამოიცვალოს და ახალი გამოწვევები მიიღოს, რის შესახებაც ფაბრიციო რომანომ დაწერა.

იტალიელ ჟურნალისტს ვესთ ჰემის მფლობელის სიტყვები მოჰყავს, რომლის მიხედვითაც დეკლანს კარიერის გასაგრძელებლად პრიორიტეტებიც კი აქვს უკვე დალაგებული:

"მას 18 თვის წინ ახალი სახელშეკრულებო დეტალები და კვირაში 200 000 ევრო შევთავაზეთ, თუმცა უარით გაგვისტუმრა. დეკლანს უკვე ზუსტად აქვს გადაწყვეტილი, რომ ვესთ ჰემი დატოვოს და უფრო დიდი მიზნებისთვის მებრძოლ კლუბში გადავიდეს, შემოთავაზებები კი ეტაპობრივად გამოჩნდება."

"ამ მომენტისთვის რაისის წაყვანით არსენალი და ბაიერნი ინტერესდებიან, თუმცა თავად ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება ინგლისშივე სურს, შესაბამისად, არსენალი ამ რბოლაში ფავორიტია მიუხედავად იმისა, რომ თომას ტუხელისთვის დეკლანი ერთ-ერთი გამორჩეული ნახევარმცველია."


"არსენალმა დეკლანისთვის შეთავაზების გაკეთება ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაგეგმა, ყველაფრის გაოფიციალურება კი კონფერენს ლიგის ფინალის დასრულების შემდეგ სურდათ. წესით, მათ წინადადებას მალე მივიღებთ იმის გათვალისწინებით, რომ კლუბიდან გრანიტ ჯაკას უშვებენ." - ამბობს ვესთ ჰემის მფლობელი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი