უარი ბარსელონასა და მანჩესტერს ამხანაგურ თამაშებზე - დე ლაურენტისი მიზეზს ასახელებს » სპორტის ხაზი

უარი ბარსელონასა და მანჩესტერს ამხანაგურ თამაშებზე - დე ლაურენტისი მიზეზს ასახელებს

უარი ბარსელონასა და მანჩესტერს ამხანაგურ თამაშებზე - დე ლაურენტისი მიზეზს ასახელებს
8-06-2023, 16:12
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ ყოველი წლის აგვისტოს პირველ რიცხვებში გამპერის თასი ტარდება, სადაც გუნდები ერთმანეთში ამხანაგურ თამაშებს მართავენ.

სწორედ ამავე ტურნირიდან მიუვდა შეთავაზება აურელიო დე ლაურენტისსა და მის ნაპოლის, რომელმაც მიწვევაზე უარი თქვა და მიზეზი ასე განმარტა:

"ამ მომენტისთვის გუნდი ახალი შეკრებილი იქნება, ახალი სახეებითა და ახალი მთავარი მწვრთნელით, რის გამოც უმჯობესი იქნება თუ შეკრებას არა სხვაგან, არამედ საკუთარ კედლებში დავიწყებთ და მომდევნო სეზონისთვის შესაბამისად მოვემზადებით." - თქვა აურელიომ

შეგახსენებთ, რომ პარტენოპეი 2023/2024 წლების სეზონისთვის შეკრებასა და მზადებას 28 ივლისს ოფიციალურად დაიწყებს და დიდი ალბათობით, ამ დროისთვის გუნდს უკვე ახალი დამრიგებელი ეყოლება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი