"ხვიჩა კვარაცხელია ოსიმენს ამ კომპონენტის გაუმჯობესებაში დაეხმარა" - მარკო ტარდელი » სპორტის ხაზი

"ხვიჩა კვარაცხელია ოსიმენს ამ კომპონენტის გაუმჯობესებაში დაეხმარა" - მარკო ტარდელი

"ხვიჩა კვარაცხელია ოსიმენს ამ კომპონენტის გაუმჯობესებაში დაეხმარა" - მარკო ტარდელი
8-06-2023, 15:49
Aa Aa
გაზიარება:

ტელეკომპანია RAI-სთან სტუმრად იმყოფებოდა ტურინის იუვენტუსისა და იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, მარკო ტარდელი, რომელმაც ნაპოლის ტრიუმფალური სეზონი განიხილა:

"ვიქტორ ოსიმენი ამ სეზონში ფანტასტიკური იყო, თუმცა მას აქამდეც ვიცნობდით. სწორედ ამიტომ, ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება ხვიჩა კვარაცხელიამ მოახდინა. გარდა ამისა, საოცრად გამოიყურებოდა კიმ მინ-ჯე, რომელიც დაცვაში გიგანტივით იდგა. ასევე, ძალიან კარგი იყო ნახევარდაცვის სამეული, კიდევ ჯოვანი სიმეონე და არაერთი სხვა ფეხბურთელი, რომელთა საუკეთესო თვისებების გამოვლენას ხელი ლუჩანო სპალეტიმ შეუწყო, მან თითოეული ნაპოლის მოთამაშე თავიდან ბოლომდე გახსნა და მათ წარმატებაში უდიდესი როლი ითამაშა."

საგულისხმოა, რომ ტარდელიმ ცალკე გამოარჩია ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას დუეტი და აღნიშნა, რომ ნიგერიელ თავდამსხმელს საუკეთესო ფორმაში შესასვლელად კვარაცხელიას ბრწყინვალე პარტნიორობა დაეხმარა:

"თავის დროზე ხვიჩა კვარაცხელია თვით ჯორჯ ბესტს შევადარე და საერთოდ არ ვფიქრობ, რომ რამეში შეცდომა დავუშვი. რაც შეეხება ვიქტორ ოსიმენს, მან ნაპოლის ტრიუმფში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ხვიჩამ ოსიმენის უნარების გამოვლენას ხელი ბოლომდე შეუწყო."

"ჩემი აზრით, სწორედ კვარაცხელიას დამსახურებაა, რომ ვიქტორი გუნდური მოთამაშე უფრო მეტად გახდა, რასაც აქამდე იშვიათად თუ აკეთებდა."
- თქვა მარკო ტარდელიმ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი