დინამოების დერბი თბილისელებმა მოიგეს | რა თქვეს მწვრთნელებმა? » სპორტის ხაზი

დინამოების დერბი თბილისელებმა მოიგეს | რა თქვეს მწვრთნელებმა?

დინამოების დერბი თბილისელებმა მოიგეს | რა თქვეს მწვრთნელებმა?
9-10-2022, 00:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, გუშინ დინამოების დერბი გაიმართა, სადაც თბილისელებმა საკუთარ არენაზე მინიმალური სხვაობით გაიმარჯვეს, 1:0. მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა როგორც გია გეგუჩაძემ, ისე გიორგი ჭიაბრიშვილმა:

"მოტივაციის კუთხით, პრობლემა არცერთ გუნდს არ ჰქონია. საბოლოოდ, დავმარცხდით და მეტოქეს ამ გამარჯვებას ვულოცავ, თუმცა ტურნირი არ დასრულებულა. ამიტომ, ჩვენ ჩვენი საქმე ბოლომდე უნდა გავაკეთოთ, ხოლო შედეგს დრო გვიჩვენებს", - გია გეგუჩაძე.

"დღევანდელი გამარჯვება ჩემი დაბადების დღის საუკეთესო საჩუქარია. უპირველეს ყოვლისა, მადლობა ყველას, ვინც მამხმევებდა და დაბრუნების შესაძლებლობა მომცა. ასევე, მადლიერი ვარ როგორც ფეხბურთელების, ისე ზოგადად კლუბის, მათ თავიანთ საქმეს თავი მშვენივრად გაართვეს და სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ახლა დინამო თბილისი ცხრილის სათავეშია. მიუხედავად ამისა, ჯერა არაფერი დასრულებულა და წინ დიდი გზაა გასავლელი, თუმცა დღევანდელი გამარჯვებით და წარმატებისკენ გადადგმული ნაბიჯით კმაყოფილი ვარ", - გიორგი ჭიაბრიშვილი.

შეგახსენებთ, რომ "ეროვნული ლიგის" პირველ პოზიციას "დინამო თბილისი" 63 ქულით, ხოლო მეორე ადგილს "დინამო ბათუმი" 61 ქულით იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.