"საქართველოსთან რთული მატჩი გველოდება", - შოტლანდიის მთავარი მწვრთნელი მატჩამდე » სპორტის ხაზი

"საქართველოსთან რთული მატჩი გველოდება", - შოტლანდიის მთავარი მწვრთნელი მატჩამდე

"საქართველოსთან რთული მატჩი გველოდება", - შოტლანდიის მთავარი მწვრთნელი მატჩამდე
6-06-2023, 22:30
Aa Aa
გაზიარება:

შოტლანდიის ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი საკლვაფიკაციო მატჩებისთვის მზადება დაიწყო - აღნიშნულ შეხვედრებში სტივენ კლარკის გუნდი ნორვეგიას და საქართველოს დაუპირისპირდება.

სწორედ ამ მატჩებზე ისაუბრა შოტლანდიელთა მთავარმა მწვრთნელმა.

"ივნისის თამაშები ჩვენი ჯგუფისთვის გადამწყვეტი და საკვანძო იქნება. შესარჩევ ეტაპზე კარგი სტარტი გვქონდა და ახლა, შესაბამისი გაგრძელებაც საჭიროა.

ნორვეგიასთან სტუმრად თამაში ნამდვილად გაგვიჭირდება, ასევე ვიცით, რომ რთული მატჩი გვექნება შინ საქართველოსთანაც, მიუხედავად ამისა, ამ შეხვედრებში ქულების აღება აუცილებელია, რათა კვალიფიკაციის მეორე ნახევარს მყარი პოზიციით შევხვდეთ
", - განაცხადა კლარკმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი