ყველაზე მაღალი ხელფასი ოსიმენს - რამდენი მილიონი დაენიშნება ნიგერიელს? » სპორტის ხაზი

ყველაზე მაღალი ხელფასი ოსიმენს - რამდენი მილიონი დაენიშნება ნიგერიელს?

ყველაზე მაღალი ხელფასი ოსიმენს - რამდენი მილიონი დაენიშნება ნიგერიელს?
6-06-2023, 14:16
Aa Aa
გაზიარება:

Calcionapoli-ის ინფორმაციის მიხედვით, აურელიო დე ლაურენტისი ვიქტორ ოსიმენის შესანარჩუნებლად ისეთივე გეგმას შეიმუშავებს, როგორც ეს დორტმუნდის ბორუსიამ 2020 წელს ერლინგ ჰოლანდთან მიმართებით გააკეთა.

საქმე ეხება ხელფასის მაქსიმალურად გაზრდას იმისათვის, რათა ნიგერიელმა თავისი მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს და სხვა კლუბში გადასვლაზე აღარც კი გაიფიქროს.

როგორც იწერება, 2022/2023 წლებში ნაპოლის ნიგერიელ ფორვარდს ხელფასის სახით წლიურად 4.5 მილიონი ევრო ერიცხებოდა, ახლა კი მას 7 მილიონი ევრო ჩაერიცხება.

ზემოაღნიშნული წყაროდან იმასაც ვიგებთ, რომ ოსიმენს ხელფასი სხვა მოთამაშეების, პიოტრ ჟიელინსკისა და ირვინგ ლოსანოს ხარჯზე გაეზრდება. შესაბამისად, დიდი შანსია, რომ პოლონელმა და მექსიკელმა მოთამაშეებმა ნაპოლი ამ ზაფხულში დატოვონ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი