OUEST FRANCE-ს სიმბოლური | გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის XI-შია! » სპორტის ხაზი

OUEST FRANCE-ს სიმბოლური | გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის XI-შია!

OUEST FRANCE-ს სიმბოლური | გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის XI-შია!
6-06-2023, 13:44
Aa Aa
გაზიარება:

ფრანგულ მედიაში, კერძოდ Ouest France-ს ვებგვერდზე ლიგა 2-ის 2022/2023 წლების სეზონის სიმბოლური XI გამოქვეყნდა, სადაც, რა თქმა უნდა, გიორგი მიქაუტაძეც მოხვდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მეცის თავდამსხმელმა საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონში 23 გოლი გაიტანა, 7 საგოლე პასი მიითვალა, ტურნირის ბომბარდირი გახდა და თავისი კლუბის ლიგა 1-ში დაწინაურებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

სწორედ ამის შესახებ წერს ზემოაღნიშნული გამოცემა და გიორგი მიქაუტაძის თამაშში გოლების სიმრავლესთან ერთად კიდევ ერთ ფაქტორს გამოჰყოფს:

"გიორგი მიქაუტაძე მეცის რიგებში ზაფხულში ბელგიის რანგით მეორე დივიზიონიდან, კერძოდ სერენიდან დაბრუნდა და მას შემდეგ უდიდეს წარმატებას მიაღწია. ქართველი ფეხბურთელი ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და მისმა 23-მა გოლმა მეცის ლიგა 1-ში აღზევებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა."

"მეცის ფორვარდი გამორჩეული იყო წარმატებული დრიბლინგებითაც, რომელთა რიცხვიც არც თუ ისე ცოტაა."
- დაწერა გამოცემამ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი