"გუნდში საკუთარი როლით უკმაყოფილოა" - ბაიერნიდან წასვლაზე კიდევ ერთი მოთამაშე დაფიქრდა » სპორტის ხაზი

"გუნდში საკუთარი როლით უკმაყოფილოა" - ბაიერნიდან წასვლაზე კიდევ ერთი მოთამაშე დაფიქრდა

"გუნდში საკუთარი როლით უკმაყოფილოა"  - ბაიერნიდან წასვლაზე კიდევ ერთი მოთამაშე დაფიქრდა
5-06-2023, 20:05
Aa Aa
გაზიარება:

გერმანული გამოცემა kicker-ის მტკიცებით, ნუსაირ მაზრაუი ბაიერნში საკუთარი მდგომარეობით უკმაყოფილოა. წყაროს თქმით, მაროკოელი მცველი გრძნობს, რომ ის ტომას ტუხელისთვის მომავალ სეზონში სათადარიგო ვარიანტი იქნება და მას მხოლოდ უკიდურეს სიტუაციაში იყენებენ.

შესაბამისად, 25 წლის მარჯვენა მცველი ბაიერნის დატოვების იდეას განიხილავს, მიუხედავად იმისა, რომ კლუბთან მას კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს.

კონკრეტული გუნდების შეთავაზება ჯერ არ ყოფილა, მაგრამ როგორც უკვე ავღნიშნეთ, საინტერესო წინადადების შემთხვევაში, მაზრაუი მზადაა კლუბი დატოვოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი